„სამაჩაბლოს და აფხაზეთს რაც შეეხება, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მეტ-ნაკლებად ადეკვატური ანგარიშია და ანალიზიც მეტ ნაკლებად სწორია და ზუსტი. თუმცა, გულდასაწყვეტია, რომ ეს ანგარიში რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშია, გეგონება „ქართული ოცნების“ ოფისში დაწერესო. აქ ზუსტი სახელმწიფოებრივი ხედვა კი არ არის, არამედ არის ზოგ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ნარატივის გამეორება და „ჩაკვეხება“ უადგილოდ, რომ როგორც ჩანს, მმართველ პარტიას ან ვიღაცას არ აწყენინონ, რატომ აკეთებენ ამას, ვის მოსწონს ეს? „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ დოკუმენტს ჰგავს და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს“,
ასე აფასებს პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან სუს- ის ანგარიშს, რომელსაც დღეს პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განხილავენ.