მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე ენმ-ის ოფისში მივიდა და ნიკა მელიას მხარდაჭერა გამოუცხადა. ფოფხაძის განცხადებით, მელიამ ქვეყანაში ზეპარტიული პროცესები დაიწყო.
“ჩემი ამ ოფისში მოსვლის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ ნიკა მელიასთვის ჩემი სოლიდარობა დამეფიქსირებინა. ნიკა მელია იქცა პოლიტიკური უსამართლო თავდასხმების ობიექტად და განზოგადებულად ხდება შეტევა ნიკა მელიაზე, თორემ ეს არის ქვეყანაში ოპოზიციურ აზრზე, თავისუფალ აზრზე შეტევა. მიმაჩნია, რომ ეს არის შეტევა დემოკრატიის წინააღმდეგ”, – განაცხადა ფოფხაძემ.