“ოცნების” აქტიურ მხარდამჭერს, სასამართლომ ჯგუფური ძალადობის საქმეზე მანჩო გიორგობიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა- გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.
ბრალდებულის სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ეკიპირება სასამართლოში ფსიქიატრიული დაწესებულებიდან მოხდა, სადაც მას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა.
- “ათი წელი არ ავმდგარვარ საწოლიდან, რაც ჩემი შვილი მოკვდა და ახლა ციხის შემეშინდება?.. ყველაფერზე თანახმა ვარ, ყველაფერია კამერებზე… ყველაფერს მოვაწერე ხელი,” — განაცხადა გიორგობიანმა სასამართლო პროცესზე (ტექსტი “რადიო თავისუფლება”)
პროკურორი გიორგი დოლაკიძე გიორგობიანისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით. აცხადებს ასევე რომ მაღალია მანჩო გიორგობიანის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე.
- „შესაძლოა მივიღოთ კიდევ უფრო აგრესიული ქმედებები მანანა გიორგობიანის მხრიდან, არსებობს შურისძიების საფრთხე დაზარალებულებზე, მითუმეტეს, რომ ისინი მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მუშაობენ ისევ“, — განმარტავს პროკურორი.
“რადიო თავისუფლების” ცნობით, სასამართლო პროცესის დატოვებისას, გიორგობიანმა დარბაზში დაიძახა — “გელა გელაძეს მოვაძრობ თანამდებობიდან მამუკა მდინარაძიანად, ეგენი აყირავებენ “ოცნებას”, მე მაგას არ დავუშვებ”.













