გენერალური პროკურორობის კანდიდატად პარლამენტს გიორგი გაბიტაშვილი წარედგინება

საპროკურორო საბჭო პარლამენტს გენერალური პროკურორის კანდიდატად გენერალური პროკურორის მოქმედ მოადგილეს, გიორგი გაბიტაშვილს წარუდგენს.

საბჭომ გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის გზით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 11-მა წევრმა მიიღო, ყველა მათგანმა ხმა გაბიტაშვილის კანდიდატურას მისცა.

გიორგი გაბიტაშვილი ამჟამად გენპროკურორის მოადგილის პოსტს იკავებს.