გერასიმოვის მეთაურად დანიშვნა აღიარებაა, რომ სტრატეგიულ მიზნებს ვერ აღწევენ – ბრიტანეთის დაზვერვა

გერასიმოვის მეთაურად დანიშვნა აღიარებაა, რომ სტრატეგიულ მიზნებს ვერ აღწევენ – ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი. დაზვერვა წერს, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხრიდან ომის მართვის მიდგომაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

“გენერალური შტაბის მეთაურის ხელმძღვანელად დანიშვნა მიუთითებს იმ სიტუაციის მზარდ სერიოზულობაზე, რომლის წინაშეც რუსეთია და არის ცხადი აღიარება, რომ კამპანია რუსეთის სტრატეგიულ მიზნებს ვერ აკმაყოფილებს”. – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.