გერასიმოვს ავიაციით სურდა ჩვენი დაბომბვა, პილოტებმა უარი თქვეს – პრიგოჟინი

“გერასიმოვს ავიაციით სურდა ჩვენი დაბომბვა, პილოტებმა უარი თქვეს” – აცხადებს, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი. 

“ეს წუთია გენერალური შტაბის უფროსმა გასცა ბრძანება – ჩართონ ავიაცია და გაუხსნან ცეცხლი ჩვენს კოლონებს, მშვიდობიან ჯარისკაცებს, რომლებიც მანქანებთან ერთად მოძრაობენ.

მათთვის არ აქვს აზრი ვის მოკლავენ. ისინი უკვე წელიწადნახევარია, რაც საკუთარ მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ, ნაცვლად მოწინააღმდეგესთან ბრძოლისა. მინდა მადლობა ვუთხრა პილოტებს, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ უარი თქვეს დანაშაულებრივი ბრძანების შესრულებაზე,”- განაცხადა პრიგოჟინმა.