გერმანია “ვერ ხედავს პრობლემას” მათ მიერ კიევისთვის გადაცემული იარაღის რუსეთში გამოყენებაზე – შესაბამისი განცხადება, გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკუს ფაბერმა გააკეთა და თქვა, რომ გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადაცემული იარაღი, ხდება უკრაინული იარაღი.
“როდესაც იარაღი გადადის უკრაინაში, ის ხდება უკრაინული იარაღი. ეს ეხება ყველა მასალას, მათ შორის Leopard-2. უკრაინაზე რუსეთის მიერ თავდასხმის გამო, ორივე სახელმწიფოს ტერიტორია ომის ზონას წარმოადგენს. იარაღის გამოყენება ექვემდებარება საერთაშორისო სამართლის დებულებებს”,