გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის წინსვლა ვერ გაგრძელდება.
მისი თქმით, რუსეთის ბოლო ქმედებების გათვალისწინებით გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეჩერებულია.
“ეს ტექნიკურად ჟღერს, მაგრამ ეს არის აუცილებელი ადმინისტრაციული ნაბიჯი. ამ სერტიფიცირების გარეშე Nord Stream 2 მუშაობას ვერ დაიწყებს”,– თქვა შოლცმა.
ცნობისთვის, მილსადენის პროექტის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა მას გერმანიის ხელისუფლებისგან სერტიფიცირება არ მიუღია.