“ჩვენს ალიანსებს შორის ერთიანობა ჩვენი ყველაზე ღირებული აქტივია. ჩვენს ერთიანობას ვნებს საჯარო შეჯიბრი იმაში, თუ ვინ გაასწრებს ერთმანეთს: საბრძოლო ტანკები, წყალქვეშა ნავები, ავიაცია – ვინ ითხოვს მეტს?.[…]უკრაინა ეკუთვნის ევროპას, მისი მომავალი ევროკავშირშია და ეს დაპირება სრულდება. პუტინი საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწევს – ვერც ბრძოლის ველზე და ვერც ნაკარნახევი მშვიდობის გზით. ეს მაინც ცხადია ომის ერთი წლის შემდეგ”.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესთაგის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.