”როგორც ჩანს, გერმანიის ელჩი არის მოცლილი! – პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლის სასამართლო პროცესს არ აცდენს! როგორც ჩანს, სცალია, ბევრი თავისუფალი დრო აქვს და მინდა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დასწრება შევთავაზო.[…]

მობრძანდით და მოუსმინეთ, რას ჰყვება დღეს ნიკოლოზ გოგუაძე ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე – როგორ სცემეს, როგორ იხტუნავეს ცოცხალ ადამიანებზე, როგორ დაუმტვრიეს ხერხემალი, როგორ აწამეს და როგორ აყურებინეს სხვას სხვისი წამება, რის შემდეგაც ყველას აღიარებითი ჩვენების მიცემა მოუწიათ. ჩვენ გვარებსა და წამების შინაარსს განზრახ არ ვაკონკრეტებთ, რადგან სააკაშვილისგან განსხვავებით, პირადი ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ვუცავთ.

ბატონო ელჩებო! ჩვენს კომისიაზე არის ადგილი, დაბრძანდით, უსმინეთ და შემდეგ გააკეთებთ ინფორმირებულ შეფასებებს, თუ ვინ იყო მიხეილ სააკაშვილი“,

განაცხადა თეა წულუკიანმა.