გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა – აეროპორტში მას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. შოლცი უცხო ქვეყნის პირველი უმაღლესი წარმომადგენელია, ვინც 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელში ჩავიდა.
“ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია დგას ისრაელის სახელმწიფოს გვერდით და მხარს უჭერს მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის ბრძოლას”. – თქვა კოენმა.
კანცლერმა, ჰეზბოლასა და ირანს მოუწოდა, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში არ ჩაერიონ. ამის შესახებ შოლცმა იორდანიის მეფე აბდულა II ბი ალ ჰუსეინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.