ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი თვლის, რომ საქართველოში მედპერსონალი სათანადოდ არ არის დაცული და ჯანდაცვის სამინისტრო მათ შესაბამისი ეკიპირებით არ უზრუნველყოფს, რასაც მოყვა ის, რომ მედპერსონალი ვირუსის გავრცელების წყაროდ იქცა:
“გვეშინოდა, შავანაფორიანები არ ქცეულიყვნენ ვირუსის მთავარ გადამტანებად და, მგონი, თეთრხალათიანები იქცნენ
ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ თეთრიწყაროს უშუალოდ სამედიცინო კლასტერში (კლინიკა, სასწრაფო) ჯერჯერობით აღებული 30 სინჯიდან რომ 12 დადებითი ამოვიდა.(იქნებ შესაბამისმა პირებმა დააზუსტონ ინფორმაცია)
ეს არაა ექიმებისა დ ექთნების ბრალი!
ჯანდაცვის სამინისტროს არაკოორდინირებულობის შედეგია, რომ მედპერსონალი არაა დაცული: არ აქვთ სათანადო ეკიპირება, რეგულარული ტესტირება, არ უტარდებათ მუდმივი ტრენინგი.
ამის გამო, სავარაუდოდ, მედპერსონალი თავად იქცა ვირუსის გავრცელების წყაროდ, რადგან ინფიცირებული მედიკოსები სასწრაფოზე და/ან ოჯახის ექიმებად მუშაობენ და ბევრ ადამიანთან ჰქონდათ აქამდე შეხება.“– წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.