“მოულოდნელი იყო ეს განცხადება, გვქონდა შეხვედრა და გარკვეული პირობები მისგან”- ამის შესახებ, “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის საჯარო უარი ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე, რადგან მასთან მოლაპარაკებები ჰქონდათ.
“ჩემთვის ძაან მოულოდნელი იყო ეს განცხადება, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ, სანამ ბატონი გიორგი წავიდოდა ამერიკაში, მასთან გვქონდა კომუნიკაცია, ისევე როგორც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ვიყავით შეთანხმებული.ჩვენი წინადადება გიორგი ვაშაძისთვის გვქონდა გადაგზავნილი. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით გვქონდა შეხვედრა და არა მხოლოდ გიორგი ვაშაძე, სხვა პარლამენტის წევრებიც და სხვა პირებიც ამ პარტიიდან ამ შეხვედრას ესწრებოდნენ. შესაბამისად, ჩვენ იქ გვქონდა პირობა, რომ ეს იყო მათთვისაც მისაღები პირობა, თუ ხელისუფლება დათანხმდებოდა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.