“იმედია, რომ [მოხდება პოზიციების შეჯერება] იმიტომ, რომ დრო ძალიან ცოტაა. ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები, არა უბრალოდ გადაწყვეტილებები, არამედ მკაფიო გადაწყვეტილებები, თუმცა, კვლავ ვამბობ, მზაობა ამ გადაწყვეტილებებისთვის არსებობს და პრეზიდენტმა საბოლოო ჯამში უნდა გამოიტანოს ეს გადაწყვეტილებები და ხალხს ამცნოს. ეს მისი ფუნქციაა, როგორც ამ ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური მმართველის. იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილებას დღეს ჩვენ მოვისმენთ და იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილების თანახმად, შეიქმნება იმგვარი სივრცე და ფორმატი, რომელიც სწრაფად აღასრულებს ქართველი ხალხის ნებას – ეს არის ახალი არჩევნები და ლეგიტიმური ხელისუფლება, ის, რასაც მივყავართ ევროპაში”,
აცხადებს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია.