“თქვენ გაზარდეთ პაციენტის ავადობის და სიკვდილიანობის რისკი… ის, რაც მე შემოგთავაზეთ აღკვეთის ღონისძიების ალტერნატივად – ვიქნებოდი მე მისამართზე – საბურთალოზე თუ ვიქნებოდი გლდანში, დანარჩენი ყველა თავისუფლება, რომლებიც შეზღუდული იყო… მათ შორის შემოგთავაზეთ, თუკი, რამე კიდევ არის, რაც გამომრჩა-თქო, დაამატეთ და მე იმას შევასრულებ-მეთქი. არცერთი არ გაითვალისწინეთ და არ მომეცით საშუალება, მიმეხედა დედაჩემისთვის…
თქვენი გადაწყვეტილებით და აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის გამო, გთვლით მკვლელად. იძულებული გავხდით, დედაჩემი გადაგვეყვანა იმდენი კონტაქტის მქონე ადგილას, ჰოსპიტალში.
თქვენ, თქვენი დაუსაბუთებელი, უსისხლო და უგრძნობი გადაწყვეტილებით არ მომეცით საშუალება, ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტთან ზუსტად იგივე ნაბიჯები გადამედგა, რაც ჩემს თითოეულ პაციენტს აქვს მიღებული და ამიერიდანაც ექნება. ასეთი შინაგანი რწმენით ვარ ექიმი…
თქვენ არ მიეცით ქართველ დედას იმის საშუალება, რომ თავისი ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდით, რომელიც არის ექიმი და რომელიც მასზე ზრუნავდა. მე მინდა გკითხოთ ამხანაგო გობეჯიშვილო, თქვენ დედა ხომ გყავთ და მინდა მიხვიდეთ და კითხოთ დედას, რომ ასეთ კაცს, რაც მე აქამდე ვილაპარაკე – როგორ შეაფასებდა ამ კაცს, როგორც პიროვნებას?
ამ სიტყვებით მიმართა პროკურორს ექიმმა გიორგი ახობაძემ, რომელსაც დედა სწორედ მისი პატიმრობის დროს გარდაეცვალა