“ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ გია ვოლსკის ივერი მელაშვილთან დაკავშირებული განცხადების გამო კაცი რომ იყოს, სცემდა. მანვე აღნიშნა, რომ ამისკენ არავის მოუწოდებს.
“გია ვოლსკი არის საცემი, იმისთვის რაც თქვა. არავის მოვუწოდებ მისი ცემისკენ არავითარ შემთხვევაში, თუნდაც იმიტომ, რომ ასაკოვანი ადამიანია. მაგრამ მისი ტოლა რომ ვიყო და კაცი რომ ვიყო, ვცემდი ნამდვილად, პირდაპირ გეუბნებით. რა თქვა დღეს ვოლსკიმ – რომ ვიღაცამ ივერი მელაშვილი, 60 წელს გადაცილებული კაცი, გულთ ავადმყოფი კაცი, რომელიც ციხეში იჯდა, სპეციალურად მიიყანა ვიღაცამ მაღაზიაში, რომ მას შეურაცხყოფა მიეღო ვიღაცისგან.
კიდეც რომ ნდომოდა მიწების გაყიდვა, ამის უფლებამოსილება არ ჰქონდა, ვერაფერს ვერ გააფუჭებდა, ძალიანაც რომ ნდომოდა, ყველაზე ცუდი კაცი რომ ყოფილიყო, ვერავის ვერაფერს გადასცემდა. ისეთი ამაზრზენი რაღაცები მაქვს ნანახი 30 წლის განმავლობაში, აღარ მეგონა, რომ 30 წლის თავზე ასეთ საზიზღრობებს ვნახავდი”,– თქვა ბურჯანაძემ ფორმულას ეთერში.
”ივერი მელაშვილს განზრახ დაატარებენ, რომ იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს”-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ბრალდებულ კარტოგრაფ ივერი მელაშვილზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა. 1 თებერვალს, ივერი მელაშვილს ერთ-ერთ მაღაზიაში თავს დაესხნენ. მოქალაქე ბაქარ ადამიამ მას “მოღალატე” უწოდა და შეურაცხყოფა მიაყენა.