სტუდია მონიტორის ინფორმაციით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის და რუსული კანონის მიმღები დეპუტატის, გია ვოლსკის შვილს აშშ-ში სახლი აქვს.
სანდრო ვოლსკიმ ვაშინგტონში სახლი 2019 წელს, 476 000-დოლარად შეიძინა. ის Culmen International-ში, რომელიც ამერიკის მთავრობის კონტრაქტორი კომპანიაა, უფროს მრჩევლად მუშაობს.
გია ვოლსკი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყანაში რუსული კანონის მიღებას.