გიგი უგულავა: 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს

ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი გიგი უგულავა აცხადებს, რომ სასამართლო პროცესი ჩაუნიშნეს.

“რა დილა თენდება. 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს, ბადრი საბა გავაშელიშვილი ვცემე, აი ეგ საქმე.

მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე”,– წერს უგულავა.