გიგი უგულავა მელიას საქმის პროკურორს: იდიოტი ხომ არ ხარ, შვილო?

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ნიკა მელიას საქმის პროკურორს, ამირან გულუაშვილს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ პროკურატურამ ადვოკატებს შესთავაზა მელიას გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმი, თუმცა დაცვის მხარე “კანონით სპეკულირებს” და “საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს”.

უგულავას თქმით, გულუაშვილი იტყუება, რადგან გირაო გაუქმებულია და მისი გადახდა მელიას არ შეუძლია.

“ამ პროკურორ გულუაშვილს მინდა ვუთხრა, იდიოტი ხომ არ ხარ, შვილო? როგორ შეიძლება ასეთი ტყუილები საზოგადოებას “აჭამო”? რანაირად უნდა გადაიხადოს, გირაო ხომ გაუქმებულია? იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმაც იცის, რომ საპატიმრო გირაო ვერ გამოიყენება აქ.

დააყენოს პროკურატურამ მაშინ გირაო და თუ სასამართლო დაამტკიცებს, უნდა გამოვიდეს და მერე იმ ვადაში გადაიხდის, ეს ხომ იცის ამ ბულბულაშვილმა აფერისტმა, ან იმ შარიკოვმა არ იცის პროკურორი რომაა? ორი გრამი განათლება კი აქვს, მაგრამ არ იცის? ვის ატყუებენ ეგენი? უსინდისო ნაძირალაა, ვინც მაგას იძახის. გამოვიდეს და დამიმტკიცოს საპირისპირო. მაგისთვის წვეტიანი ფეხსაცმლით და პანჩურით უნდა გამოაგდო პროკურატურიდან”, – აცხადებს უგულავა ფორმულასთან საუბრისას.

ამ წუთებში ნიკა მელიას საქმეზე არსებითი განხილვა მიმდინარეობს.