„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.
“სანამ რიგგარეშე არჩევნები იქნება ეს საზიზღრობა პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს. ამას ხელი ვინ უნდა ჩამოართვას”, – წერს გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ეთერში გავიდა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდების დასჯაზე საუბრობენ, ვინც ბერას ფეისბუქით შეურაცხყოფა მიაყენა.