“მის უდიდებულესობას,
დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ IIთქვენო უდიდებულესობავ,
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფო ტახტზე აბრძანების 70 წლისთავს.თქვენი მმართველობის პერიოდი განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესია როგორც თქვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ისე სამეფო დინასტიათა ისტორიაში.
გილოცავთ საიუბილეო თარიღს და გისურვებთ კვლავაც წარმატებულ მოღვაწეობას თქვენს მაღალ და ფრიად საპატიო მსახურებაში”
მიმართავს საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ II-ს.