ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. პროკურორი შმაგი გობეჯიშვილის განცხადებით, დაკავებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობდა.
ახობაძე, რომელიც ძალის გამოყენებით დააკავეს, საკანში უკვე მესამე დღეა შიმშილობს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ექიმს დაკავების პროცესში ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.
შეგახსენებთ, რომ ახობაძე 7 დეკემბერს, თამარ მეფის გამზირზე, მანქანით გადაადგილებისას ძალადობრივად დააკავეს. ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან ბრუნდებოდა.
მის წინააღმდეგ ოლიგარქიულმა რეჟიმმა საქმე 260- მუხლით აღძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ბრალი 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.