ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. უწყება მან რამდენიმე წუთის წინ მიიღო. გაბუნია ხვალ მოწმის სახით გამოსაკითხად, 10:00-ზე არის დაბარებული.
მივა თუ არა გაბუნია სუს-ში, ეს მას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი. ამბობს, რომ შესაძლოა, ნიკა გვარამიას მსგავსად სასამართლოში, მაგისტრი მოსმართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვოს.