ქართული ოცნების წევრი, პარლამენტარი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი გახარია თბილისის მერად კენჭისყრას ვერ გაბედავს.
მისი თქმით, გიორგი გახარიამ ძალიან კარგად იცის რა შესაძლებლობები აქვს.
“ვერ გაბედავს, დაველოდოთ. ჩვენ არანაირი კონკურენციის არ გვეშინია, ზუსტად ამიტომაც მოვაწერეთ იმ 43%-იან ბარიერის თანხმობას. თუ 43%-ს ვერ ავიღებთ, მზად ვართ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ არ გვეშინია არც 43%-ის, არც 45%-ის და არც 50%-ის. უკონკურენტო ვიქნებით – ამას მკაფიოდ ვამბობ და ამას დაინახავთ კიდევაც. ბუნებრივია, მან ძალიან კარგად იცის, რა შესაძლებლობებიც აქვს”, – განაცხადა სუბარმა.