საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ გახარია სოციალურ ქსელში წერს. როგორც გახარია აცხადებს, თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა კორონავირუსი დაუდგინა.
“სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას”, – წერს პრემიერი.