საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს”, – აცხადებენ პრესსამსახურში.