გიორგი გახარიასთან შეხვედრა მქონდა, ვისაუბრეთ ზოგად საკითხებზე – კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ თბილისში ვიზიტისას ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიასაც შეხვდა.

“მქონდა შესაძლებლობა. ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ არა კონკრეტულ თემებზე, არამედ ფართე საკითხებზე, თუ რა გეგმები შეიძლება გააჩნდეს.

თუ ადამიანებს სურთ ახალი პარტია დააარსონ და ეს არის კონკრეტული ნაბიჯი კრიზისის დასაძლევად, თუ გაქვს უფრო ზომიერი და პროევროპული პარტიის არსებობის სურვილი… ეს საკითხი ქართველმა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს.”,– ამბობს კრამონი ტვ პირველთან ინტერვიუში.

ის თბილისში არაოფიციალური ვიზიტით ორი კვირის წინ იმყოფებოდა და შეხვდა ქართული ოცნების, ლელოს და სხვა რამდენიმე პარტიის ლიდერს.

ცნობისთვის, გიორგი გახარია ახალ პარტიას ქმნის. მისმა გუნდის წევრებმა ქართული ოცნება დღეს დატოვეს.