ხვალ 27 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი იქნება.