შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიზაინერ გიორგი მასხულიაზე ძალადობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 21 თებერვალს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში, 1996 წელს დაბადებულ გ.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები ცხელ კვალზე დააკავეს”. – აცხადებს უწყება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.