გიორგი მუმლაძე მოსამართლემ 2 000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტს, გიორგი მუმლაძეს 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მუმლაძე, 7 მარტს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.

მუმლაძის თქმით,  მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ხელისუფლების მორიგი დავალება შეასრულა და მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის, ჯარიმის დაკისრების გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გიორგი მუმლაძის კიდევ ერთი სხდომაა ჩანიშნული. ამჯერად უკვე საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე. საუბარია 2021 წელს, “ოცნების” ოფისთან გამართულ აქციაზე, რა დროსაც მუმლაძე დააკავეს და ხულიგნობის მუხლით წაუყენეს ბრალი