გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო

ბიზნესმენმა, გიორგი ჩიკვაიძემ, რომელიც გუშინ სასამართლო დარბაზში დააკავეს, იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს.

“მე არ შევეგუები ამ სისტემის მიერ ჩაგვრას! დღეიდან გადავდივარ სრულ შიმშილობაზე.

ამჯერადაც ვიქნები გამორჩეული ჩემს პრინციპულობაში, თუნდაც ეს დამიჯდეს სიცოცხლის ფასად, ამას გავაკეთებ ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის.

პასუხისმგებლობა მომხდარზე დაეკისრება რუსულ რეჟიმს, რუსეთის აგენტ ბიძინა ივანიშვილს და კორუმპირებულ გიორგი გაბიტაშვილს.

ასევე მინდა მივმართო ჩვენი ოჯახის ახლობლებს და ნაცნობებს, ყველა ვინც დუმხართ, ხართ ამ პროცესის მონაწილე.

მეგობრებო, არ გაჩერდეთ. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე”, – ამბობს ჩიკვაიძე.