“გიორგიმ შეიძლება მოაწეროს, მაგრამ მე არ მოვაწერ. კოალიციას დავტოვებ”- პარტია თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ის შარლ მიშელის წარდგენილ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს და აპირებს კოალიცია “სტრატეგია აღმაშენებლის” დატოვოს, რადგან გიორგი ვაშაძე დოკუმენტის ბოლო ვერსიისთვის ხელის მოაწერას გეგმავს.
“პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამართლებრივი სისტემის ცვლილება მოხდეს საქართველოში, თქვენი თაობა ეღირსოს ჯანმრთელ საარჩევნო სისტემას. ამ დოკუმენტში ეს არ ჩანს. თამარ ჟვანია რჩება, ხმებს ვინ გადათვლის, არ ვიცით, პროკურორს ვინ შეცვლის, არ ჩანს. დოკუმენტს ხელს არ მოვაწერ. გიორგიმ შეიძლება მოაწეროს, მაგრამ არ მოვაწერ. კოალიციას დავტოვებ, ბუნებრივია”. – თქვა თაკო ჩარკვიანმა.