“გიჟები არიან ესენი” – ამბობს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებზე. მედიის წარმომადგენლები მას ეკითხებოდნენ, ადასტურებს თუ არა შიდა დაპირისპირებას ქართულ ოცნებაში.
პარლამენტში დღეს ღარიბაშვილს ნდობის ჯგუფის სხდომაზე უსმენენ. ის თავდაცვის უწყების მიერ 2020 წელს განხორციელებულ საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ისაუბრებს.