გირჩი პარლამენტში შევა, თუ იქ ნაციონალური მოძრაობა იქნება – მეგრელიშვილი

გირჩის წევრი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ ის პარლამენტში მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად შევა.

“გირჩი შევა პარლამენტში, თუ ეს იქნება ნამდვილად პარლამენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ უნდა იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. მთავარი ოპოზიციური პარტია, ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს იქ. ანუ გირჩის მომავალი ნაბიჯები დამოკიდებული არის იმაზე, თუ როგორ შეთანმდება მთავარი ოპოზიციური პარტია, რა თქმა უნდა, სხვა ოპოზიციური პარტიებიც, მაგრამ განსაკუთრებით ენმ”,– ამბობს მეგრელიშვილი.

მისი თქმით, გირჩისთვის რიგგარეშე არჩევნები არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც სხვებისთვის.

“ამის შესახებ ყველამ იცის და ეს მოლაპარაკება უნდა შედგეს მთელ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და ჩვენი კონკრეტული მოთხოვნები, რაც “გირჩს” აქვს, ამის დაკმაყოფილებაში ვითხოვთ ჩვენ “ნაციონალური მოძრაობის” და სხვა ოპოზიციური პარტიების დახმარებას”,– ამბობს მეგრელიშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ პარლამენტში შესვლაზე “ეჭვმიტანილები არიან” გირჩის წევრები, გიორგი ვაშაძე და ალეკო ელისაშვილი.