თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩის” აქცია-სეირნობაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი პირიდან ორს 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ერთს კი გაფრთხილება მისცა.
23 აპრილს გირჩმა იპოდრომზე საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით აქცია-სეირნობა გამართა. ათობით აქტივისტი დისტანციის დაცვით პროტესტს გამოხატავდა, თუმცა პოლიციამ ადგილიდან ყველა აქტივისტი განყოფილებაში გადაიყვანა, 15 პირი დააჯარიმა, ხოლო 3 დააკავა.
გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც წვრილმან ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.