გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი რომელმაც ბაჩიაშვილის ცემის ფაქტის შემდეგ თანამდებობა დატოვა, გარდაცვლილი იპოვეს.
გოგობერიშვილი გარდაცვლილი ავტოფარეხში იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცნობისთვის, დავით გოგობერიშვილმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები რამდენიმე თვის წინ დატოვეს. აღნიშნულ ფაქტს, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებდნენ.