მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ექიმთა კონსილიუმი შეთანხმდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში მაღალი კლასის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
მისი შეფასებით, მესამე პრეზიდენტის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანა მკვლელობის ტოლფასი იქნება.
“ამ დროისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასე თუ ისე, დამაკმაყოფილებელია, გუშინდელმა გადასხმამ კარგად ჩაიარა, ასე რომ პრობლემები არ გვაქვს ჯერ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ შეიძლება დამძიმდეს ყოველ წუთში. კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში გადასაყვანია მაღალპროფილურ საავადმყოფოში. კონსილიუმთან ვილაპარაკეთ დაახლოებით 2 საათი და ყველა თანხმდება, რომ შეიძლება გართულდეს [მდგომარეობა] და საჭირო იქნება მისი გადაყვანა საავადმყოფოში.
სააკაშვილს, მე პირადად მაქვს ის პოზიცია, რომ მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში არის მკვლელობა. კონსილიუმიც ლაპარაკობს მრავალპროფილურ, მაღალი კლასის საავადმყოფოზე, ჩემი აზრით, ეს ციხის ჰოსპიტალი არ არის”,– ამბობს ყიფშიძე.
ცნობისთვის, დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში ყველა პირობაა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ.