გმირად ვერ ჩამოყალიბდები პარლამენტზე შტურმის გზით, “ბიძიკო” – წულუკიანი მელიას

ნიკა მელიასთვის მანდატის მოხსნას თეა წულუკიანი თვითიზოლაციიდან უჭერს მხარს. ის ამის შესახებ Facebook–ზე წერს.

“სამწუხაროდ, დღეს ვერ ვესწრები სხდომას. მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს! ჩემი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის.

დღეს საქართველოში პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები ძლივს შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და მის პარლამენტზე შტურმის გზით, “ბიძიკო”,– წერს წულუკიანი.

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატებმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს.