თბილისში, დღეს, გვიან ღამით გმირთა მოედანზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა. ავტომობილი, ჯერ ჯებირს, შემდეგ კი განათების ბოძს დაეჯახა. დაშავებულები ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.