“კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის” დამფუძნებელი და სუს-ს უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა 18-კაციანი ტერორისტული დაჯგუფება შექმნეს. მან ასევე აღნიშნა, რომ 18 კაციან ტერორისტულ დაჯგუფებას, ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობდა, ხოლო ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის საქმე პროკურატურაში დევს. ამის შესახებ გოგაშვილმა , ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.
“წინა ხელისუფლების დროს, მაშინდელი პრემიერისა და პრეზიდენტის უშუალო მითითებით შეიქმნა ტერორისტული ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია შედგებოდა 18 ადამიანისგან, რომლის ხელმძღვანელი იყო ახმეტ ჩატაევი.ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის საქმე არსებობს, დევს პროკურატურაში, გამომძიებლებმა მამაო ჩვენოსავით იციან ეს საქმე. ან დახურონ ეს საქმე ან პასუხისგებაში მივცეთ ეს ადამიანები. საქმე ფატობრივად დასრულებულია და სააკაშვილი და მერაბიშვილი პიჯაკებზე კი არა ტერორიზმის ბრალდებით უნდა იყვნენ დაკავებულები… დამირეკონ პროკურატურიდან და საქმის ნომერს ვეტყვი, მტვერია გადასაწმენდი.ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ დღეს უწყებებში ვანო მერაბიშვილის მიმდევრები არიან? დღეს რომ გაჰკივიან “ოცნებას” და 41-ი წარწერიანი მასიურის ქვეშ წითელი მაისური არ აცვიათ? ძალიან ბევრი მოქმედი მაღალი თანამდებობის პირია, რომლებიც იმ დროს “ნაციონალური მოძრაობის” დროს მისტირიან, მიუხედავად იმისა რომ “ქართულმა ოცნებამ” დააწინაურა ისინი წინა ხელისუფლების ლიდერების ერთგულებად რჩებიან, მათ შორის ვანო მერაბიშვილის” – განაცხადა გოგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის შედეგად ქართულმა სპეცდანიშნულების რაზმმა მოკლა ამ შეიარაღებული ჯგუფის ლიდერი – ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი საველე მეთაური აჰმედ ჩატაევი და მისი ორი თანამზრახველი.