პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სუს–ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ინტერვიუს ეხმიანება.
მისი თქმით, ამ ინტერვიუში გოგაშვილმა გვაჩვენა, რომ სპეცსამსახურები არ გვყავს.
“გოგაშვილმა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – აჩვენა, რომ სპეცსამსახურები ფაქტიურად არ გვყავს.
შეიძლება გვისმენენ და გვითვალთვალებენ, მაგრამ მოსმენილიდან და ნანახიდან აზრი ვერ გამოაქვთ…”,– წერს ხუხაშვილი Facebook–ზე.
გუშინ სოსო გოგაშვილმა ტვ პირველს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ისაუბრა მათ შორის გიორგი მამალაძის საქმეზე.