გოგი წულაიამ პარტია “თავისუფალი საქართველო” დატოვა

პარტია “თავისუფალი საქართველო” გოგი წულაიამ დატოვა. წულაიამ დღეს პარლამენტის ყოფილ შენობასთან გამართულ ბრიფინგზე წასვლის მიზეზზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრძოლისთვის მეტი თავისუფლება სჭირდება.

“სიამაყით ვიხსენებ, იმ წლებს, როდესაც კახასთან ერთად ამ პარტიას ვაკეთებდი და ვიყავით ოპოზიციაში, მრავალი წელია ერთად ვიბრძვით. დადგა, ის ეტაპი, როდესაც გადავწყვიტე პარტიიდან გავიდე და სხვა ამპლუით ვებრძოლო ამ ხელისუფლებას, სრულ გამარჯვებამდე. მირჩევნია, როგორც გოგი წულაიამ ისე ვიბრძოლო სხვადასხვა პრობლემებზე. პარტიაში თავისუფლება იყო, მაგრამ მაქვს ამბიცია, რომ ცალკე უფრო მოვახდენ თავის რეალიზებას. შემდეგ შეიძლება ვიფიქრო, რამე პარტიის ჩამოყალიბებაზე, ან შესაძლოა, მიხილოთ, რომელიმე არსებულ პარტიაში” , – განაცხადა გოგი წულაიამ.