ქართული ოცნების შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის მიერ საქართველოზე მომზადებული სიუჟეტის შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს.
სუსი ყოფილი მინისტრის გამოკითხვასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.
”ოცნების” შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა იმედს განუცხადა, რომ BBC-ის ფილმში ნახსენებ ნივთიერება წინა მთავრობის დროს, 2009-2010 წლებში შეიძინეს. მისივე მტკიცებით, აღნიშნულ ნივთიერებას შსს 2012 წლამდე იყენებდა.








