გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ კირბალში, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის, ძმა გივი გინტური შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომეალურს კირბალში საგუშაგოს გაკეთებას სთხოვს.
“ჩემი მოთხოვნაა, ვთხოვ გომეალურს, დააყენოს გინდა, მესაზღვრე, გინდა, გააკეთოს ერთი საგუშაგო, რომ სოფელი იყოს დაცული”, – ამბობს ის ფორმულასთან.