დადგენილია ჰამასის მიერ მძევლად აყვანილი 97 ადამიანის ვინაობა. ისრაელის თავდაცვის არმია თვლის, რომ ისინი ღაზაში მიწისქვეშა გვირაბებში ყავთ და მათი ადგილსამყოფელი წინასწარვე მომზადდა, რათა ისრაელის დაზვერვას მძევლები ვერ ეპოვნა და მათი გათავისუფლების ოპერაცია ვერ ჩაეტარებინა.
“გონება გვკარნახობს, რომ ისინი მიწის ქვეშ ყავთ. გონება ასევე გვკარნახობს, რომ თუ ჰამასმა ეს შეტევა და ამ ადამიანების მძევლად აყვანა დაგეგმა, უნდა არსებობდეს წინასწარ შერჩეული ადგილები, სადაც მძევლების დამალვა იქნებოდა შესაძლებელი, რათა ისრაელის დაზვერვას ისინი ვერ ეპოვნა და მათი გათავისუფლების ოპერაცია ვერ ჩაეტარებინა“–განუცხადა CNN-ს ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენელმა, ჯონათან კონრიკუსმა.
მისი თქმით, მძევლებთან დაკავშირებული სიტუაცია მგრძნობიარე თემაა, და მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს მძევლების გათავისუფლების გამოცდილება აქვს, ასეთ სიტუაციასთან შეხება არასოდეს ქონია.