გორის გვირაბთან ერთმანეთს ევაკუატორი და ტრაილერი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად ევაკუატორის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.