გორის გვირაბში თბილისი-სენაკის მიმართულებაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში სამხედრო ტექნიკის გადაზიდვისას ვენტილატორი დაზიანდა, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
“საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე”, – აცხადებენ დეპარტამენტში.