გორშეღმის ხეობის ბოლო მკვიდრი მიხა არაბული გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Ambebi.ge ავრცელებს. როგორც მისი შვილიშვილი გამოცემას უყვება 80 წლის მიხა არაბული ბოლო დროს თბილისში იმყოფებოდა, რადგან სიმსივნე ჰქონდა და მკურნალობდა, თუმცა ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო.
“მთელს ორგანიზმში სიმსივნე ჰქონდა. ბოლო დროს დამძიმდა და აქეთ წამოვიყვანეთ. წლების წინ აღმოჩენილი სიმსივნე იყო, მაგრამ უარი თქვა მკურნალობაზე, ახლა გართულდა და ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო. ხვალ უნდა გავსულიყავი კიდევ სანახავად საავადმყოფოში და ვეღარ მივუსწარი. სულ ხეობას კითხულობდა, იქ უნდოდა წასვლა, მაგრამ უკვე სხეულის ქვედა ნაწილი წაერთვა და ვეღარც დადიოდა. მარტოობას შეჩვეული იყო მთაში, ბუნება და მიხა პაპა იყვნენ მარტო ათობით წელი” – გვეუბნება მამუკა არაბულიპ