გორში, სტალინის ქუჩაზე მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული 60 წლამდე ასაკის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტს თავის არეში ექსკორაციები და თავის ტვინის შერყევა აღენიშნება, უტარდება დამატებითი კვლევები.
შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.