გორში, ვოლოგდის დასახლებაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე, 1982 წელს დაბადებული კაპრალი ივანე გოგიძეა.
“სამხედრო მოსამსახურე 28 დეკემბერს, გორში ნაქირავები საცხოვრებელი ბინის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის გამათბობლის გაუმართაობა და, შედეგად, ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა. გარდაცვლილს უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა”. – წერია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.